воскресенье, 13 марта 2016 г.

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

ამ პროექტის ფარგლებში განვიხილეთ მოდულები თეორიულად. თითოეული მოდულის მიხედვით გავეცანით პროექტის ნიმუშებს.ვისწავლეთ პორტფოლიოში სხვადასხვა რესურსის გადატანა.შევქმენით პრეზენტაცია, შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ სურათებისა და ვიდეოს გადატანა.ვისარგებლეთ ინტერნეტ საძიებლის სისტემით. გავეცანით საძიებლის შეკუმშვა-გაგზავნას. ძალიან საინტერესო იყო ბროშურასა და პრეზენტაციაზე მუშაობა. პროექტი, ზოგადად, ძალიან შედეგიანი იყო. ვფიქრობ, ბევრი ცოდნა შევიძინე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია


გავეცანით, როგორ ვნახოთ სტანდარტი; სტანდარტთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისათვის სასურველი აქტივობები; განვიხილეთ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზანი;
 ამის შემდეგ ვიმუშავეთ მე-2 მოდულზე, რომელშიც გავეცანით სხვადასხვა აქტივობებს.
რესურსებში ვიპოვეთ მოსწავლეთა მხარდაჭერა, გავეცანით აფრიკულ მოდელს - "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე". ვნახეთ საძიებო სისტემა, სადაც იყო მისამართები. ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს.
ვისწავლეთ საქაღალდის შეკუმშვა, გაგზავნა და გახსნა.

суббота, 13 февраля 2016 г.

მე-3 დღის რეფრექსია

     გავეცანი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, ესენია: თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელსეწყობისათვის; 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები; ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით;  პორტფოლიოს ჩეკლისტი; პროექტის გეგმის შაბლონი; სასწავლო მიზნები; რუბრიკების პოტფოლიო; პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი; ინდივიდუალური კომპიუტერული სცენარები; გამოყენების ჩეკლისტის მომზადება; საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

воскресенье, 6 июня 2010 г.

ბაღდათი

1) პროექტის სახელწოდება – ბაღდათი
2) პროექტის მოკლე აღწერა – ბაღდათის რაიონი ერთ–ერთი ეკოლოგიურად სუფთა რაიონია მთელ საქართველიში,მდიდარია ფლორით, ფაუნით. აქ არის კურორტი საირმე, რომელიც ქართველი ხალხის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ალბათ, ეს ხელს შეუწყობს ამ რაიონში ტურიზმის განვითარებას.
3) პროექტის სრული აღწერა – საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა კურორტებით, მდინარეებით,
ტყეებითა და ულამაზესი დასასვენებელი ადგილებით. ერთ–ერთი ასეთი ადგილია ბაღდათის რაიონი, რომელიც მთელ საქართველოში ცნობილია თავისი კურორტ საირმით, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აქ არის უჩქარესი და უსუფთავესი მდინარე "ხანისწყალი", მთიანი სოფელები: ხანი და ზეკარი,რომელთა ჰაერი და კლიმატური პირობები საუკეთესოა ჯანმრთელობისათვის.ეს პროექტი ითვალისწინებს ბაღდათის რაიონის შესწავლას,მასზე ყოველგვარი ინფორმაციის შეგროვებას და იქ არსებული სასარგებლო რესურსების გამოყენებას. მოსწავლეები დაგეგმავენ ექსპედიციებს ამ რაიონში იქაური ბუნებრივი პირობებისა და მცხოვრებთა ტრადიციების შესასწავლად, შექმნიან ფოტოალბომებს, რუკებს. როგორც ცნობილია, იმერული დიალექტი ორ კილოდ იყოფა: ზემოიმერული კილო, რომელშიც შედის ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერისა და ჭიათურის კილოები და ქვემოიმერული კილო, მასში შედის ხონოს, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოს კილოები. მათგან განსხვავებულია ბაღდათური კილო,რომელსაც გარდამავალ საფეხურად თვლიან და "ბაღდათურ თქმებს" უწოდებენ. მოსწავლეები დაივლიან ბაღდათის რაიონის სოფლებს და შეისწავლიან მათ კილო–გამოთქმებს, გააკეთებენ კვლევებს და შექმნიან წერილობით და ვიზუალურ ნამუშევრებს.
4) მონაწილეთა ასაკი/კლასი – 15–16 წელი, მე–9 კლასი.
5) ვადები/ხანგძლივობა – 2010 წლის ივლისი – 2010 წლის სექტემბერი.
6) პროექტის შესაძლო აქტივობები – ბაღდათის რაიონოს ისტორია, მოსახლეობა, ადგილმდებარეობა.
7) მოსალოდნელი შედეგები – შექმნილი ბლოგი, ტურისტები ბაღდათის რაიონში, მეტი ინფორმაცია ამ რაიონის შესახებ.
8) სარგებელი სხვებისათვის – საზოგადოება უკეთგაიცნობს ამ რაიონს,ბევრი ადამიანი დაისვენებს ამ მხარეში,რაც ხელს შეუწყობს მის ეკონომიკურ განვითარებას.
9) სამუშაო ენა – ქართული.
10) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ. – იყენებს ისტ საშუალებებს სხვებთან თანამშრომლობისათვის.ეროვნულ რესურსებს ელ.ფორმატში ამუშავებს, შექმნის და გადმოსცემს გავრცელების მიზნით.
ბიოლოგია-ქიმია – უყალიბდება დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი, მსჯელობს და ატარებს კვლევებს სამკურნალო წყლებზე.
ეკოლოგია – იკვლევს ეკოლოგიური ფაქტორების ზეგავლენას ეკოსისტემის ფორმირებაზე.
გეოგრაფია – ჩაატარებს გეოგრაფიულ კვლევებს, შეადგენს რუკებს, დაადგენს კოორდინატებს და დაახასიათებს ამ სამხარეო ერთეულს.
ისტორია – აღწერს ისტორიულ მოვლენებს და შეაფასებს წერილობით თუ ვიზუალურ ნამუშევრებს.
კულტურა – სწავლობს მცხოვრებთა ტრადიციებს და სოციალურ მდგომარეობას.
სტატისტიკა-დემოგრაფია – ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვების და შესაფერის საშუალებებს.
11) მონაწილეობა სხვა სკოლებიდან:
ბაღდათის რაიონის 1–ლი საჯ. სკოლა.
ბაღდათის რაიონის სოფელ II ობჩის საჯარო სკოლა.
12) პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაკა მჭედლიძე
13) ელ.ფოსტა: makam558@gmail.com
14) პროექტის ვებ-გვერდი: http://giorgi-lasha.blogspot.com/